მასალის ტიპები: “გულანში” დაიბეჭდება სრულფასოვანი (ორიგინალური) სტატია, ანგარიში, რეცენზია, ფოლკლორული და დიალექტოლოგიური ტექსტები.
სტატიის წარდგენა (დეკლარაცია): სტატიის წარდგენა გულისხმობს, რომ ის არ გამოქვეყნებულა მანამდე (გარდა აბსტრაქტისა, გამოქვეყნებული ლექციის ნაწილისა, აკადემიური თეზისისა) და არც არის გათვალისწინებული მისი გამოქვეყნება.
სტატიები შეიძლება გამოქვეყნდეს ქართულად, ინგლისურად და/ან რუსულად. ქართულ ენაზე დაწერილ სტატიას უნდა ახლდეს აბსტრაქტი (რეზიუმე) ქართულ და ინგლისურ ენებზე. უცხოურ ენაზე დაწერილ სტატიას თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი (რეზიუმე) ინგლისურ ენაზე.
მოკლე შინაარსი (აბსტრაქტი/რეზიუმე) წარმოდგენილი უნდა იყოს კარგი ინგლისურით (ამერიკული ან ბრიტანული ინგლისურით, მაგრამ არა მათი ნარევი). ავტორებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ინგლისურენოვან ხელნაწერს სჭირდება რედაქტირება, რომ გამოირიცხოს შესაძლო გრამატიკული ან მართლწერის შეცდომები და ტექსტები სამეცნიერო ინგლისურ ენაზე შესწორდეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გამოიყენონ ინგლისური ენის რედაქტირების მომსახურება. თუ სარედაქციო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს ინგლისურენოვანი სტატიის ქართულ ენაზე გამოქვეყნებას, ჟურნალი თვითონ უზრუნველყოფს ქართულად თარგმანს. გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადიან პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა თურნიტინ-ის საშუალებით.
სტატიის წარმოდგენის ტექნიკური პარამეტრები: სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A 4 ფორმატით. სტატიის მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და სხვა ტიპის დანართების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კომპიუტერზე 1 ინტერვალით და 11 შრიფტით ნაბეჭდ ერთ საავტორო თაბახს (40 ათასი ნიშანი) ან 20 კომპიუტერულ გვერდს; სტატიის წარმოდგენა აუცილებელია ერთ ნაბეჭდ ეგზემპლარად, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად (MS word (სურვილის შემთხვევაში დამატებით PDF ფორმატით, ქართული სტატია შრიფტით Sylfaen ხოლო უცხოურ ენაზე ტექსტი _ Times New Roman, სხვა ენებზე უნიკოდის შრიფტებით);
ნაშრომი უნა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
მას შემდეგ, რაც დადასტურდება ნაშრომის შესაბამისობა ჟურნალში წარმოდგენილ სამეცნიერო მიმართულებებთან და ტექნიკურ პარამეტრებთან, სტატია იგზავნება მიმართულების რედაქტორთან, რომელიც უზრუნველყოფს მის რეცენზირებას.
რეცენზირების პროცესი ორმხრივად დაფარულია, რაც ნიშნავს, რომ ავტორისა და რეცენზენტისატვის უცნობია ერთმანეთის ვინაობა. რეცენზენტს ეგზავნება აბსტრაქტი, . რეცენზენტი ერთი თვის ვადაში წარმოდგენილ აბსტრაქტს აფასებს შემდეგი კრიტეტიუმების მიხედვით: კვლევის სიახლე, კვლევის აქტუალურობა, კვლევის მეთოდოლოოგიას შესაბამისობა თემატიკასთან, კვლევის შედეგების საიმედოობა, კვლევის მნიშვნელობა სფეროს განვითარების თვალსაზრისით.
რეცენზენტის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, რედაქტორები იღებენ გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ. რეცენზენტის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, რედაქტორი უფლებამოსიალია უარი უთხრას ავტორს გამოქვეყნებაზე, დააბრუნოს ნაშრომი გადასამუშავებლად, მოითხოვოს ავტორისაგან გარკვეული განმარტებები/დაზუსტებები და არგუმენტებული პასუხის შემთხვევაში საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ თანხმობა განაცხადოს გამოქვეყნებაზე.
სტატიის სტრუქტურა, სტატიის სათაური: დაიცავით მოკლე, ინფორმაციული სტილი, შეეცადეთ სათაური იყოს სპეციფიკური (არა ზოგადი) და ასახავდეს სტატიის შინაარსს. მოერიდეთ შემოკლებებს, აბრევიატურებს, ორიენტირდით მაქსიმალურად ფართო საზოგადოებაზე; ავტორი/ავტორები: სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) უნდა მიეთითოს ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკად. ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ. ფოსტა; აბსტრაქტი (რეზიუმე): აბსტრაქტი (რეზიუმე) უნდა იყოს ინფორმაციული, სტატიის ძირითადი შინაარსის ამსახველი, აღწერდეს კვლევის მიზანს, აჯამებდეს კვლევის ძირითად შედეგებს და წარმოაჩენდეს მის თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას; უნდა იყოს სტრუქტურირებული.
მოკლე შინაარსი (აბსტრაქტი) გამოყოფილია ცალკე სტატიისგან. ამიტომ, მითითებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული; აბსტრაქტში (რეზიუმეში) კატეგორიულად უნდა ავიცილოთ თავიდან ზოგადი, არაფრისმთქმელი სიტყვები, რაც მხოლოდ ზრდის ტექსტის მოცულობას, მაგრამ ხელს არ უწყობს სტატიის შინაარსის გახსნას. მოკლედ, უნდა იყოს არსებითად ორიგინალური; საჭიროა მოკლე და ფაქტობრივი აბსტრაქტი (რეზიუმე) (მაქსიმუმ 250 სიტყვა, დაახლოებით კომპიუტერული ერთი გვერდი);
საკვანძო სიტყვები: სტატიას თან უნდა ახლდეს სწორად შერჩეული საკვანძო სიტყვები (keywords); მათი მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 8. გამოიყენეთ მხოლოდ მიღებული შემოკლებები;
სტატიის შესავალი: გამოკვეთილი უნდა იყოს: პრობლემის არსი; თქვენი მიზნები; როგორია თქვენი ჰიპოტეზა; თქვენი ნაშრომის მნიშვნელობა; რა იყო გაკეთებული ადრე (ლიტერატურის მიმოხილვა, გამოყავით რამდენიმე ყველაზე საინტერესო და ორიგინალური ნაშრომი, მათ შორის უკანასკნელი გამოცემები. რეკომენდირებული არ არის დიდი რაოდენობა დამოწმებული ლიტერატურისა, რომელსაც კავშირი არა აქვს თემასთან, ან არამიზნობრივი ჩანართები საკუთარ მიღწევებზე); რა შედეგებს მიაღწიეთ. წარმოდგენილი უნდა იყოს ლაკონურად.
მეთოდი: სტატია უნდა იყოს მეთოდოლოგიურად სწორად აგებული, ანუ უნდა ჩანდეს კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. აღწერეთ როგორ შეისწავლეთ დასმული საკითხი: მოიყვანეთ ვრცელი ინფორმაცია;
შედეგები: შედეგები უნდა იყოს ნათელი და მოკლე. დაალაგეთ ეს პარაგრაფი ჰიპოთეზების მიხედვით. შედეგებს აქ არ განიხილავთ. მონაცემების გასაზოგადებლად გამოიყენეთ გასაგები ცხრილები და სურათები; ცხრილები, სურათები და ტექსტი არ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს; სურათების დასახელებებს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა; მოწოდებული მასალა უნდა წარმოდგეს ინტერპრეტირებულად: მკითხველები ხშირად უყურებენ ჯერ დიაგრამებს, სქემებს – შემდეგ კითხულობენ. ამიტომ დიაგრამები უნდა იყოს გასაგები და ინფორმაციული; თითოეულ ილუსტრაციას უნდა ჰქონდეს წარწერა. წარწერები დაწერეთ ცალკე და არა ილუსტრაციაზე. წარწერა უნდა შეიცავდეს სათაურს და მოკლე აღწერას. გააკეთეთ მოკლე წარწერა, მაგრამ განმარტეთ ყველა გამოყენებული სიმბოლო და აბრევიატურა; ტექსტში გამოყენებული ცხრილები თანმიმდევრულად დანომრეთ. სქოლიო ჩასვით ცხრილების ქვემოთ პატარა ასოებით. თავი აარიდეთ ვერტიკალურ მწკრივებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცხრილებში წარმოდგენილი მონაცემები არ იმეორებდეს სტატიის სხვა პარაგრაფებში აღწერილ შედეგებს.
მსჯელობა: ეს პარაგრაფი უნდა იკვლევდეს ნაშრომის შედეგების მნიშვნელობას და არ იმეორებდეს მათ. ზოგჯერ შედეგების და მსჯელობის პარაგრაფების გაერთიანება მისაღებია (შედეგები და მსჯელობა). თავი აარიდეთ ვრცელ ციტატებსა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიმოხილვას. გამოკვეთეთრას ნიშნავს თქვენი შედეგები (რა მნიშვნელობა აქვთ მათ). მსჯელობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იგი უნდა შეესაბამებოდეს შედეგებს. არ ღირს იმ ნაშრომების იგნორირება, რომელთა შედეგები ეწინააღმდეგება თქვენსას – გამართეთ მათთან დისკუსია და დაარწმუნეთ მკითხველი თქვენს სისწორეში. განიხილეთ თქვენი შედეგების ფარული შინაარსი, შეადარეთ თქვენი შედეგები მანამდე არსებულს.
დასკვნები: ნაშრომის მთავარი დასკვნები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს დასკვნის პარაგრაფში, რომელიც შესაძლოა ან ცალკე პარაგრაფად იყოს წარმოდგენილი, ან ქვეპარაგრაფის სახით შედეგებისა და მსჯელობის პარაგრაფში.
მადლიერება: სტატიის ბოლოს, ცალკე პარაგრაფში, შენიშვნებამდე, მადლიერება გამოხატეთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც დაგეხმარნენ კვლევისას. ეს პარაგრაფი არ მიუთითოთ სქოლიოს სახით სათაურთან ან სხვაგვარად.
სქოლიო: შეეცადეთ, ხშირად არ გამოიყენოთ სქოლიო. თუ რაიმე მნიშვნელოვანია, ის ტექსტში ჩაწერეთ, სხვა შემთხვევაში გამორიცხეთ. სქოლიო დანომრეთ არაბული ციფრებით თანმიმდევრულად. ტექსტის დამუშავების პროგრამების უმეტესობა აკეთებს სქოლიოებს ტექსტში, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას. სხვა შემთხვევაში, განსაზღვრეთ სქოლიოს ადგილი ტექსტში და მიუთითეთ სქოლიოები ცალკე სტატიის ბოლოს.
წყაროები ციტატები ტექსტში: გაითვალისწინეთ, რომ ყველა წყარო, რომელიც მოყვანილია ტექსტში, ასევე მითითებულია წყაროთა ჩამონათვალშიც და პირიქით. გამოუქვეყნებელი შედეგები და პირადი კავშირები არ არის რეკომენდირებული იყოს წყაროთა ჩამონათვალში, მაგრამ შეიძლება აღნიშნული იყოს ტექსტში. თუკი ეს წყაროები მითითებულია წყაროთა ჩამონათვალში, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალში წყაროთა მითითების სტანდარტულ სტილს. წყაროში აღნიშნული ციტატა - „ბეჭდვაში“ ნიშნავს, რომ ნაშრომი გამოსაქვეყნებლად მიღებულია.
მითითების სტილი: გამოსაქვეყნებელ სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია ფორმდება Chicago-ს სტილის მიხედვით.
სამეცნიერო პუბლიკაციაში ციტირებული წინადადებისა თუ აბზაცის შემდეგ მრგვალ ფრჩხილებში უნდა დაისვას ინდექსი, სადაც მიეთითება ავტორის ვინაობა, ნაშრომის გამოცემის წელი და შესაბამისი გვერდი, მაგ.: (ჯონსი 1998, 623).