ნათლისა და ჯვრის სიმბოლურ სახეთა ტრანსფორმაცია ფერისცვალებისა და ჯვართამაღლების დღესასწაულთა საგალობლების მიხედვით

Main Article Content

ია ღადუა

ანოტაცია

საუფლო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საგალობლები ბიბლიურ მოტივებს ეყრდნობა, ძირითადად კი ძველი აღთქმის სიუჟეტები და პერსონაჟებია მისი სახისმეტყველების წყარო. მიუხედავად იმისა, რომ საგალობლებს ერთი საერთო წყარო აქვს და ხშირად ერთგვაროვანი ფრაზეოლოგიითაც ხასიათდებიან, მაინც გამოირჩევიან ინდივიდუალობით, საკუთარი ხელწერით და რაც მთავარია, უმდიდრესი თეოლოგიური ინფორმაციით, რაც ავტორისაგან მოითხოვს როგორც საღვთისმეტყველო ცოდნას, ისე შემოქმედებითობასაც. ყოველი სახე ახალ აზრობრივ დატვირთვას იძენს და მსმენელსა თუ მკითხველს ახლებურად განაცდევინებს საღვთო მოვლენებს. შემთხვევით როდი მიიჩნევდნენ ჰიმნოგრაფთა შემოქმედებას წინასწარმეტყველთა საქმიანობის გაგრძელებად, რადგან ის თავისი სახისმეტყველებით მდიდარ ინფორმაციასაც შეიცავს და იმავდროულად, საოცარი სისადავითა და მშვენიერებით გადმოსცემს ღვთის საიდუმლოს, გონებისათვის მიუწვდომელ ტრანსცენდენტურ სფეროს.


ნათელი არა მხოლოდ წამყვანი სახე-სიმბოლოა ქრისტიანულ აზროვნებაში, არამედ ის, იმავდროულად, წარმოადგენს სიმბოლოთა ჯაჭვს, ანუ, ხსნის სხვა სახე-სიმბოლოებსაც. დოგმატური ღვთისმეტყველებით, ჯვარი ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა ქრისტიანული სამყაროსათვის, ჯვრის წინასახე საკმაოდ მრავლადაა ძველ აღთქმაში, რაზეც წმიდა მამებიც მიუთითებენ და რასაც უხვად ვხვდებით საგალობლებშიც. ნათლისა და ჯვრის სიმბოლურ სახეთა ტრანსფორმაცია ყველაზე უხვად და ნათლად ფერისცვალებისა და ჯვართამაღლების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საგალობლებში ჩანს.

საკვანძო სიტყვები:
ნათლის ესთეტიკა, ჯვრის სიმბოლური სახე, ჰიმნოგრაფიული ტექსტები, საღვთისმეტყველო წყაროები
გამოქვეყნებული: Jan 9, 2021

Article Details

სექცია
ლიტერატურათმცოდნეობა